რუსთავი 2-ის ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი არსებული პროცესების უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს და ამბობს, რომ დღეს ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ თითქოსდა პროცესი დამოუკიდებელი სასმართლოს პირობებში მიმდინარეობს. ამის შესახებ ადვოკატმა კურიერთან ისაუბრა.
„დღეს ხელისუფლება ცდილობს თავის მოკატუნებას, რომ თურმე ივანიშვილი არაფერ შუაშია და ამას აკეთებს დამოუკიდებელი სასამართლო, თუმცა ყველა ხედავს, რომ მოსამართლე ურთმელიძე დამოუკიდებელი არ არის და ის ყოველი ნაბიჯით ამტკიცებს, რომ ასრულებს დავალებას. დღეს რაც ხდება არის არა მხოლოდ რუსთავი 2-ის მომავალი, ეს არის ქვეყნის მომავალი და ამ დღეებში გადაწყდება როგორი ქვეყანა გვექნება ჩვენ,“ - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.