20 ნოემბერი 2024,   13:11
ვრცლად
ჩვენ არაფრის ფასად არ ვიტყვით უარს დამოუკიდებელი სიტყვის დაცვაზე - კურიერის ჟურნალისტების პოზიცია

კურიერის ჟურნალისტები ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ არჩეულ ბრძოლის მეთოდებს გმობენ. ამის შესახებ ნათქვამია მათ მიერ შემუშავებულ განცხადებაში. კურიერის ჟურნალისტების პოზიცია პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა გაახმოვანა.

„უკვე ფაქტია, რომ ნიკა გვარამიას ვერ ააღებინებენ ხელს რუსთავი 2-თვის ბრძოლაზე და მისი ეს მაგალითი არის ერთგვარი მოტივაცია ჩვენთვისაც, და ჩვენც ვერაფრის ფასად, სადამდეც უნდა მივიდეს ხელისუფლება, რა კადრებიც უნდა გაავრცელოს, რა ჭორებიც უნდა დაყაროს, არ ვიცი მათი ფანტაზია სადამდე შეიძლება მივიდეს, მაგრამ არც ჩვენ არაფრის ფასად არ ვიტყვით უარს დამოუკიდებელი სიტყვის დაცვაზე და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ნიკა გვარამიას,“ - აცხადებს თამარ ბაღაშვილი.

დღის ამბები