20 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
"საძილე ტომარა მაქვს, მაქვს თერმოსი, ამ ხელისუფლებას მოუწევს, რომ გადამიაროს, იმისთვის რომ შემოვიდეს "რუსთავი 2-ში"- ნინო დანელია

"საძილე ტომარა მაქვს მომზადებული, მაქვს თერმოსი, ამ ხელისუფლებას მოუწევს, რომ გადამიაროს მე იმისთვის, რომ შემოვიდეს რუსთავი 2-ში"- ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2-ის ეთერში მედიაექსპერტმა ნინო დანელიამ გააკეთა. 

დანელია ამბობს, რომ რუსთავი 2-ის მიმართ პოლიტიკური მოტივებით ბრძოლა მიმდინარეობს, ამიტომ მას გადაწყვეტილი აქვს დაიცვას მაუწყებელი. დანელია მიმართავს საზოგადოებასაც დაუჭირონ მხარი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას. 

მედიაექსპერტმა პირდაპირ ეთერში საუბრის დროს ასევე ისაუბრა ტელეკომპანია იმედში დახურულ 2 პოლიტიკურ გადაცემაზე და საზოგადოებრივ მაუწყებელზე დახურულ გადაცემაზე. დანელიას მიაჩნია, რომ სხვა არხების მენეჯმენტს ხელისუფლებასთან ლოიალური დამოკიდებულება აქვს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები