20 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
"ჩვენ გვყავს 90-იანი წლების რუსული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი ბიძინა ივანიშვილი," - ნინო დანელია

მედიაექსპერტი ნინო დანელია რუსთავი 2-ის საქმის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს და მას 90-იანი წლების რუსული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელს უწოდებს. ეს განცხადება ნინო დანელიამ კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა და თქვა, რომ რუსთავი 2-ის დავაში ქიბარ ხალვაში არის „ნული, რადგან მხარეს ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს.“

„ადამიანს პირადი ცხოვრების გამომზეურებით დაშანტაჟება არის 90-იანი წლების კრიმინალური რუსული პოლიტიკის ადეკვატური ქმედება. ჩვენ გვყავს სამწუხაროდ 90-იანი წლების რუსული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ხელში უჭირავს მთელი მთავრობა, მთელი პარლამენტი, სასამართლო და ის ცდილობს, რომ თავისუფალი ნება საქართველოს მოქალაქეების ამით დაჩრდილოს. არავითარ შემთხევაში ეს არ გამოუვა,“ – განაცხადა ნინო დანელიამ.

დღის ამბები