20 ნოემბერი 2024,   13:13
ვრცლად
ეკა ტყეშელაშვილი დარწმუნებულია, რომ "რუსთავი 2-ის" დასაცავად ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტი ეკა ტყეშელაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსთავი 2-ის დასაცავად ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა. ამის შესახებ ტყეშელაშვილმა განცხადება კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა და თქვა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება უხვევს ევროპულ გზას.

„დღეს საქართველოს გარეთ ეჭვი არ ეპარებათ რა ხდება რუსთავი 2-თან დაკავშირებით და რომ ეს არ არის სამართლებრივი დავა. არა მგონია საქართველოშიც ვინმეს ეპარებოდეს ეჭვი რა ხდება დღეს და რა მიზანს ისახავს ეს პროცესი. ქართველ ხალხს აქვს დიდი რესურსი, რომ არ დაუშვას რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდება ბიძინა ივანიშვილისთვის. თუკი საზოგადოება ხმას აიმაღლებს, ფიზიკურად გამოვა და დაიცავს რუსთავი 2-ს ხელისუფლება ამას ვერ განახორციელებს. ძალიან ბევრ ადამიანს ველოდები რუსთავი 2-ის დასაცავად,“ - აცხადებს ეკა ტყეშელაშვილი.

დღის ამბები