"2007 წელს საავადმყოფოში მძიმე ტრამვებით იმიტომ არ მოვხვდი, რომ ზალიკომ ტელეფონით პირდაპირ ეთერში გაგვიყვანა,"- ეს განცხადება რუსთავი 2-ის ეთერში მაია ასათიანმა გააკეთა. ტელეწამყვანმა კოლეგებს და მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა დაიცვან რუსთავი 2.
"მე არ მინდა, რომ ჩვენი შვილები დოქსოპულოების საქართველოში იზრდებოდნენ. ეს ყველაფერი ხომ გავიარეთ. პირადი ცხოვრების ამსახელი კადრებით შანტაჟი ხომ გავიარეთ, ეს ეთერში არ გავიდეს თორემ... ეს ხომ უკვე იყო. ამომრჩეველი ხომ არ ოცნებობდა ამაზე. რატომ მივედით ისევ იმ წერტილამდე. აქ ბევრი ითქვა. მე მინდა მივმართო კოლეგებს, რომლებიც არ გვეთანხმებიან გვაკრიტიკებენ, არ მოვწონვართ ბანაკი ერთია და საქართველო ჰქვია. ჩვენს პროფესიაში, რომელიც ჩვენი ცხოვრებაა დგება მომენტი, რომ შენ საქმესთან მართალი უნდა დარჩე. გვესროლეთ ტალახი, მაგრამ ხვალ შეიძლება ჩვენი ხმა ჩვენს მაყურებელს ვერ გავაგონოთ.
2007 წელს საავადმყოფოში იმიტომ არ მოვხვდი, რომ ზალიკომ პირდაპირ ეთერში გაგვიყვანა. ხვალ ჩვენ თქვენი თანადგომა დაგვჭირდება. იმედელებს მე, მაია ასათიანი ყოფილ იმედელებს მოგმართავთ. ძველებო დარჩით პროფესიაში და ჩვენი ხმა ხვალ გააგონეთ მაყურებელს, რადგან ჩვენ შეიძლება ეს ხმა ჩვენ მაყურებლებს ვეღარ გავაგონოთ,"- განაცხადა მაია ასათიანმა.