საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი ეკა მიშველაძე რუსთავი 2-ს სოლიდარობას უცხადებს და მის კოლეგებთან გვერდში დგომას აპირებს. ამის შესახებ მიშველაძემ კურიერთან პირდაპირ ეთერში განაცხადა. ჟურნალისტი ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან არსებულ ზეწოლაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის შედეგად მისი და ინგა გრიგოლიას გადაცემები დაიხურა.
„არ მინდა ტელევიზიებს ხურავდნენ ერთი პოლიტიკოსის ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის შეხედულების მიხედვით. მინდა, რომ ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც რეალურად დაცულია სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები, სადაც ხელშეუხებელია პირადი ცხოვრება. მედიაზე ზეწოლა აზიანებს ხელისუფლებას და ქვეყნის მომავალს,“ - აცხადებს ეკა მიშველაძე.