"მე სოლიდარობას ვუცხადებ ნიკა გვარამიას,"- ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელმა ნინო ჯანგირაშვილმა ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა. ჯანგირაშვილი ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს დააფიქსირონ საკუთარი აზრი.
კავკასიის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისუფლების კვალი იკვეთება. ჯანგირაშვილის განცხადებით ხელისუფლებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლო ძალიან ხისტ გადაწყვეტილებას მიიღებს.
"მე ვიცავ საკუთარ თავს მე ვიცავ ქვეყანას და ამ ხელისუფლებასაც. მოვუწოდებ, რომ ხელი აიღონ. არ ვფიქრობ, რომ შეისმენენ, მაგრამ მე გამიფრთხილებია ისე, როგორც სააკაშვილს ვაფრხილებდი. ყოველთვის იქ ვიყავი, სადაც ჩემს კოლეგებს უჭირდათ. მე მაშინდელ ხელისუფლებას ვედავებოდი, მე სააკაშვილის სტილი არ მომწონდა მმართველობის, ის რომ ხდებოდა შანტაჟი თვალთვალი, ბიზნესის წართმევა ვინც ამას გაიმეორებს ისიც მიუღებელი იქნება. ხელისუფლება ძალიან ცუდი ფორმით აპირებს რუსთავი 2-თან ანგარიშსწორებას. ვაკვირდებოდი პროცესებს და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ხელისუფლების გარეშე ეს პროცესი არ მიმდინარეობს. სასამართლოზე განხილვები არ მიმდინარეობს, მე ქიბარ ხალვშის მიმართ ცუდი წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ რა ადასტურებს ქიბარ ხალვაშის კანონიერ მფლობელობას. იქიდან გამომდინარე, როგორც სასამართლო მიდის ძალიან ცუდი პროცესები შეიძლება განვითარდეს. ძალიან ძნელია ადამიანისთვის საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ ასეთი რაღაცის გამოგონება და თამაში, მე ნიკა გვარამიასი მჯერა. ხელისუფლებისგან გამოდის ინფორმაცია. მათ შორის ის, რომ სასამართლო უხეში გადაწყვეტილების მიღებას აპირებს. არის ინფორმაციები, რომ ისევ უღებენ ადამიანებს ჩუმად ისევ აშანტაჟებენ. თუ ამას ადეკვატურად არ შევაფასებთ ცუდ შედეგამდე მივალთ. მე ვაფასებ ნიკა გვარამიას სიმამაცეს. მე სოლიდარობას ვუცხადებ ნიკა გვარამიას, რომელსაც აშანტაჟებდნენ,"- აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.