ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამიას განცხადებით გაოცებულია და ამბობს, რომ ასეთი განცხადების გაკეთებას დიდი გმირობა სჭირება. ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში განაცხადა ისიც, რომ ნიკა გვარამიასა და მასთან მოლაპარაკებაზე მოსული პირის შეხვედრის ამსახველი კადრები არსებობს.
ნანუკა ჟორჟოლიანი მიმართავს რუსთავი 2-ის მაყურებელსაც და სთხოვს მხარდაჭერას.
„დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი ხართ ჩვენს გვერდით, მაგრამ მინდა გთხოვოთ, რომ ხვალ მოხვიდეთ რუსთავი 2-ში მოხვიდეთ, ვისაც შეგიძლიათ მობრძანდეთ საქალაქო სასამართლოში. მეტი შეიძლება ვეღარ გთხოვოთ, რომ მოხვიდეთ ჩვენს დასახმარებლად. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ტელეკომპანია დარჩეს თქვენი და ჩვენ ისევ თქვენთან ერთად ვიყოთ,“ - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.