ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. კაკაბაძე ამბობს, რომ პრემიერმინისტრი შუღლს აღვივებს და ბიძინა ივანიშვილის მითითებებს ასრულებს. კაკაბაძემ მინისტრ კახა კახიშვილის განცხადებას სასაცილო და არასერიოზული უწოდა.
"ეს რაც ხდება ქვეყანაში არის ძალიან ცუდი. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არა წამქეზებელი არამედ შემსრულებელია. ეს ხელისუფლება და ღარიბაშვილი იღებს მითითებებს ბიძინა ივანიშვილისგან. პრემიერის განცხადება არის წაქეზება და შუღლის გაღვივებისკენ მოწოდება. მთავრობაში არიან ადამიანები რომლებსაც საქმის კეთება არ შეუძლიათ. შურის საძიებლად არიან მოსულები, რომელთა მიზანია შური იძიონ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიაზე და ადამიანებზე," - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.
კაკაბაძე ასევე ამბობს, რომ ის სოლიდარობას უცხადებს რუსთავი 2-ს და ტელეკომპანიას ფიზიკურადაც დაიცავს.