20 ნოემბერი 2024,   13:13
ვრცლად
"მილიარდერი ივანიშვილი ცდილობს, ფარული კამპანიით გაანადგუროს რუსთავი 2", - საერთაშორისო ფონდი უკეთესი მმართველობისთვის

საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობაში ადანაშაულებენ, ასე ეხმაურება რუსთავი 2–ის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას საერთაშორისო ფონდი უკეთესი მმართველობისთვის.

სტატიაში წერია, რომ რუსთავი 2 უკვე წლებია საქართველოში სიტყვის თავისუფლების შუქურაა და რეგიონში ყველაზე დინამიურ დამოუკიდებელ ტელეკომპანიადაა აღიარებული, მაგრამ ის უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშ მოექცა.

"მმართველი კოალიცია ქართული ოცნება, რომელსაც ჩრდილიდან მართავს ყოფილი პრემიერმინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, ცდილობს, რომ გაანადგუროს რუსთავი 2 ფარული კამპანიით. არსებობს შიში, რომ მთავრობამ შესაძლოა ტელეკომპანიას სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა აიძულოს, ან საერთოდ დახუროს კიდეც", - წერია ფონდის სტატიაში.

დღის ამბები