20 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
"ვხედავ საფრთხეს, რომ შესაძლოა ბარიკადებზე დგომა მოგვიწიოს"-ნინო ჯანგირაშვილი

რუსთავი 2-თან დაკავშირებით პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფებოდა ნინო ჯანგირაშვილი. 

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სიტუაციის ესკალაცია არ მოხდეს. ვინც დღეს ვერ ხვდება, რომ სიტუაცია შეიძლება ესკალაციამდე წავიდეს, ძალიან ახლო მხედველია ან სახელმწიფოებრივად ვერ აზროვნებს.  ვიღაცამ შეიძლება პრეზიდენტის განცხადება აღიქვა, როგორც სასამართლოში ჩარევა, მეც სასამართლოს მივმართავ, როდესაც საქმე მედიას ეხება, ყველაფერი უნდა მოხდეს, რომ არანაირი ეჭვი არ დარჩეს, რომ აქ არის მიკერძოება. ითხოვს რუსთავი 2-3 მოსამართლეს, იყოს სამი მოსამართლე, ითხოვს ურთმელიძემ აცილებას, აიცილოს საქმე ურთმელიძემ. მე ვხედავ საფრთხეს, რომ შესაძლოა ბარიკადებზე დგომა მოგვიწიოს, ამაში მოგებული არავინ დარჩება, არც ხელისუფლება,"-განაცხადა ჯანგირაშვილმა. 

ნინო ჯანგირაშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობს მედიის მოთვინიერებას.

"გული მწყდება, რომ ხელისულება რომლის მოყვანაშიც მეც შევიტანე წვლილი, ამას ვერ აცნობიერებს,"-განაცხადა ჯანგირაშვილმა. 

 

დღის ამბები