რუსთავი 2-თან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ჟურნალისტი ინგა გრიგოლია იმყოფებოდა.
„ქვეყანა არის რეალური დაპირისპირების საფრთხის წინაშე. ეს იქნება მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, თუ რიგითი მოქალაქე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ მოხდეს დაპირისპირება. ჩემთვის არ არის უმნიშვნელო, რას ფიქრობს ჩემი პრეზიდენტი. ის არის კონსტიტუციის გარანტი. მედიას შეუძლია დიდი როლი ითამაშოს, რომ ეს საფრთხე უფრო მეტად კი არ გაღრმავდეს, არამედ შენელდეს. როდესაც რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ვიჯექი, ვიცოდი, იქნებოდნენ ადამიანები, რომ იტყოდნენ, რომ შენ იცავ ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს. არ ვყოფ ჟურნალისტებს პოლიტიკური პარტიების ჟურნალისტებად და რომელიმე პარტიის მომხრეებად. მედიაში თუნდა ერთი კითხვაც კი არ უნდა გაჩნდეს, სასამართლო გამჭვირვალე უნდა იყოს,"-განაცხადა ინგა გრიგოლიამ.