რუსთავი 2-თან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები არიან შეკრებილები. ისინი სამაუწყებლო კომპანიას მხარდაჭერას უცხადებენ.
თაკო ჩარკვიანის თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში განსხვავებული, ალტერნატიული არხი არსებობდეს.
„სამართლიანობის აღდგენა მაინცდამაინც ხალვაშით იწყება? იცით, რა რიგია? მილიონებზეა საუბარი, ხალხი ქონებას ელოდება, არ არის განხილული მკვლელობების მცდელობები, არაფერი არ განიხილეს, პოლიტიკური შიშებია, არ უნდა იყოს ეს შიშები, დამღუპველია,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანის თქმით, სიჩუმე დაუშვებელია.
რუსთავი 2-თან შეკრებილებს შორის ტელეკომპანია ტაბულას დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილიც, იმყოფება.
„პრემიერის განცხადებამ ყველაფერი კიდევ უფრო ცალსახა და შავ-თეთრი გახადა. ერთ მხარეს თავისუფლება დგას, ადამიანები, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან და მეორე მხარეს დგას ახირებული ოლიგარქი, რომელიც სამ წელიწადში მოსახლეობამ უარყო,“-განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.