ავლაბრის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა. უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ამბობს, რომ შეხვედრაზე განხილული იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.
გიგა ბოკერიამ რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს მოსამართლე ურთმელიძე "ხელისუფლების ჯიბის მოსამართლედ" მოიხსენია და რუსთავი 2-ს კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოუცხადა.
"მე ვთვლი, რომ პრეზიდენტის რეაქცია იყო ბუნებრივი. ივანიშვილს სურს ძალაუფლება უსასრულოდ შეინარჩუნოს და ამ გზაზე, რაც ხვდება ყველაფრის გატეხვას ცდილობს. პოლიტიკური ძალების, საზოგადოების ნებას და რუსთავი2-ის. ეს მისი მხრიდან არის ვაბანკზე წასვლა.
საზოგადოების ამოცანაა, რომ ივანიშვილმა და მარიონეტების ჯგუფმა ქვეყანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არ გაიყვანოს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს. რუსთავი 2 არის ზღვარი, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოვჩნებით მთლიანად ქვეყანა. ჩვენ გვსურს ვითარების კონსტიტუციურ ფარგლებში დარჩეს მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება ეს ჩვენი ქვეყნის მომავლის ხარჯზე,"- აცხადებს გიგა ბოკერია.