20 ნოემბერი 2024,   13:13
ვრცლად
"ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები უკან"- ირმა ნადირაშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა დეპუტატმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა. 

"ეს ფორმატი, პრეზიდენტი ესწრებოდა შეხვედრას მრჩევლებთან ერთად. მან გვკითხა რას ვფიქრობთ, რომ ჩვენი მხრიდან ვითარების ესკალაცია არ მოხდეს. გაგვიზიარა თავისი ხედვა. მე ვარ მოხარული, რომ გონებადაკარგული პრემიერისგან განსხვავებით პრეზიდენტი მოვლენებს ადექვატურად აღიქვამს. დღეს ნაციონალურ მოძრაობას არ უნდა, რომ ქვეყანა მიდიოდეს უკან. ჩვენ არ გვინდა შემდგომი ესკალაცია. ერთი რამ ყველამ იცოდეს, რომ არსებობს წითელი ხაზები ეს არის სიტყვის თავისუფლება. მაგრამ შენ როცა ხედავ, რომ ივანიშვილი 1 წლით ადრე აგვარებს ყველაფერს. აკეთებს ყველაფერს, რომ არ არსებობდეს ოპოზიცია ასევე კრიტიკული მედია რუსთავი 2 ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები უკან. ამ შემთხვევაში ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ეცოდინება, რომ მიდის არჩევნებზე,"- აცხადებს ირმა ნადირაშვილი. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები