20 ნოემბერი 2024,   13:17
ვრცლად
8 საათიანი სხდომა დასრულდა-"რუსთავი 2-ის" პროცესი ორშაბათს განახლდება

8 საათიანი სხდომის შემდეგ დღეს მოსამართლე ურთმელიძემ საქმეზე ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ  მომდევნო განხილვა ორშაბათს დილის 10:00 საათზე ჩანიშნა.

დღევანდელ პროცესზე კი წარმოდგენილი იყო 7 შუამდგომლობა, მათგან მოსამართლემ მხოლოდ 1 დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც საქმიდან, ხალვაშის ადვოკატების მიერ მტკიცებულებად წარმოდგენილი საგაზეთო ინტერვიუები ამოიღო. 

"ეს იყო შუამდგომლობა, რომელიც რუსთავი 2-ს სასამღთლომ დაუკმაყოფილა ამით არც დაწყებულა არაფერი და არც დასრულებულა,"- აცხადებს პაატა სალია. 

ამავე თემაზე ისაუბრა ტელეკომპანია საქართველოს იურისტმა ზაზა ბიბილაშვილმა.

"დღევანდელი პროცესის შედეგად საქმეში აღარ არის მტკიცებულება, რომლითაც ობიექტური მოსამართლისთვის შესაძლებელი იქნებოდა დღევანდელი მესაკუთრეებისთვის რუსთავი 2-სთვის წილების ჩამორთმევა. წარმოდგენილი იყო ყვითელი პრესის ამონარიდები. გაუკვეველი წარმოშობის ფოტოასლები ამოღებული იქნა მტკიცებულებებიდან. რომც დარჩენილიყო საქმეში არც ეს ცვლიდა არაფერს და ესეც კი აღარ არის. დარჩა ექსპერტის დასკვნა, რომელიც ყალბ დოკუმენტს ეფუძნება,"- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები