20 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი VS ნიკა გვარამია - პრემიერს არ დაუმალავს ვინ იქნება მისთვის ტელეკომპანიის სასურველი მფლობელი

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-სთვის ბრძოლა და კომპანიის გენერალური დირექტორის სკანდალური განცხადება შანტაჟის თაობაზე, მთავრობის სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.

პრემიერმინისტრს ნიკა გვარამიას განცხადებების არ სჯერა, თუმცა პირობას დებს, რომ საქმეზე გამოძიება აქტიურად წარიმართება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნიკა გვარამიას საქმით ის პირადად დაინტერესდება და ამის შესახებ მთავრ პროკურორსაც ესაუბრა.

რუსთავის 2-სთვის ბრძოლა, ირაკლი ღარიბაშვილისთვის 2 სუბიექტს შორის სამართლებრივი დავაა. 

პრემიერმინისტრს არ დაუმალავს ვინ იქნება მისთვის კომპანიის სასურველი მფლობელი. მან ღიად თქვა, რომ სამართლიანობის აღდგენისთვის ქიბარ ხალვაში 3 წელია იბრძვის.

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესებთან ერთად მიმდინარე აქციებზე დღეს პრემიერმინისტრმა პროვოკაციები დაანონსა. ირაკლი ღარიბაშვილმა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად გამართულ აქციებს, ნაციონალური მოძრაობის მიერ მართული უწოდა.

ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის თქმით, რეგიონებში უმცირესობის შტაბებში შეჭრა და მსგავსი ფორმით პროტესტი, გამოხატვის უფლებაა. 

ავტორები: ნინო სამყურაშვილი, თათია ხორბალაძე, ირაკლი შეწირული, თემურ ვარაზანაშვილი. 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები