20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
მოსამართლე ურთმელიძე სხდომას კვლავ აქციის ფონზე უძღვებოდა

უკვე მეორე სხდომაა მოსამართლე ურთმელიძე საქმეს ქიბარ ხალვაში რუსთავი2-ის წინააღმდეგ აქციის ფონზე განიხილავს. წინა სხდომის მსგავსად დღესაც საქალაქო სასამართლოსთან სამაუწყებლო კომპანიის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. 

უბრალო მოქალაქეებთან ერთად შენობასთან შეკრებილები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედიაექსპერტები და პოლიტიკოსები. 

რუსთავი 2-ის სოლიდარობის აქციაზე მყოფი პირები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას იცავდნენ.

აქციის მონაწილეები საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ, თუმცა ურთმელიძემ სხდომა ორშაბათისთვის გადადო.  მოქალაქეები სხდომაზე დასწრებას ორშაბათსაც გეგმავენ. 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი. 

დღის ამბები