20 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
კონსულტაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში - მიწვევის მიუხედავად მმართველი გუნდი შეხვედრაზე არ გამოჩენილა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოლაპარაკებათა მაგიდასთან პირველი თავისუფალი დემოკრატები მივიდნენ.

საპარლამენტო ფრაქციას მიაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარება ორი ძალის ქმედებების შედეგია.

მმართველი გუნდი, მიწვევის მიუხედავად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამოჩენილა. ნაციონალური მოძრაობის წევრები კი აცხადებენ, რომ ვითარების ესკალაციას და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ხელისუფლება ქმნის, რაც მათი თქმით, პოლიტიკურ დევნასა და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიხატება.

პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერთან შუამავლის როლის შესასრულებლად მზად არის სამოქალაქო სექტორი.

მედიის შეზღუდვის შედეგად გამოწვეულ საფრთხეებზე პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზეც ისაუბრა, მათ შორის იმ ორი თოქ-შოუს წამყვანებთან, რომელთა დახურვასაც თავად ავტორები პოლიტიკურ მოტივაციას უკავშირებენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება.

ავტორები: სოფო ზურაბიანი, ელისო ჯარიაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები