20 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" მხარდამჭერები მაუწყებლის შენობას დილიდან იცავდნენ

დილიდან მოქალაქეები რუსთავი 2-ის შენობას ფიზიკურად იცავდნენ. თავდაპირველად ისინი შენობასთან შეიკრიბნენ შემდეგ კი ექსცესების თავიდან ასაცილებლად მხარდამჭერები მაუწყებლის ტერიტორიაზე შემოვიდნენ. 

აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთავი2-ის დასაცავად დღეს ღამის გათენებასაც გეგმავდა, თუმცა მათ ეს მას შემდეგ გადაიფიქრეს, რაც მოსამართლე ურთმელიძემ სასამართლო სხდომა ორშაბათს დანიშნა. 

რუსთავი 2-ის და თავისუფალი სიტყვის დასაცავად მოქალაქეები შეკრებას ორშაბათსაც გეგმავენ ისინი დღეს ამბობდნენ, რომ იცავდნენ საყვარელ ტელევიზიას და მათ მომავალს. 

მოქალაქეებთან ერთად დღეს მაუწყებლის ეზოში რუსთავი 2-ს ფიზიკურად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მომავალი და მოქმედი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები იცავდნენ. 

ავტორი: ეკა გაგუა 

 

დღის ამბები