20 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
ეუთო შეშფოთებას გამოთქვამს "რუსთავი 2-ის" ირგვლივ მიმდინარე პროცესების გამო

რუსთავი 2-ის ირგვლივ შექმნილ ვითარებას ოფიციალური განცხადებით ეხმაურება ეუთო.

ორგანიზაციის წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩი შეშფოთებას გამოთქვამს არხის მფლობელობის თაობაზე მიმდინარე დავის გამო და მიიჩნევს, რომ აგვისტოში, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის თავისუფალი მუშაობა შეფერხებულია.

"თუ უახლოეს მომავალში არ გაუქმდება ფინანსური და ლოგისტიკური შეზღუდვები, სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყანაში მედიის პლურალიზმისა და მრავალფეროვნების სერიოზულ შეზღუდვას გამოიწვევს. დემოკრატია მოითხოვს, რომ ხალხს ჰქონდეს ინფორმაციის სხვადასხვა წყაროსთან წვდომა,"- აცხადებს მიატოვიჩი.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები