ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დეპუტატი გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ მოქალაქეების აქტიურობამ კონკრეტული შედეგი გამოიღო, ამას დაემატა ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადება, რამაც უფრო მეტი ნათელი მოჰფინა არსებულ ვითარებას და ასევე პრეზიდენტის განცხადებაც, რამაც მისი თქმით „იმოქმედა მოსამართლე ურთმელიძეზეც კი.“
გიორგი ვაშაძე მოუწოდებს მოსამართლეებს არ შეასრულოს ხელისუფლების უკანონო დავალებები, რადგან მათ გადაწყვეტილებებზე დგას დღეს ქვეყნის სტაბილურობა.
„ქართული ოცნების დღეები დათვლილია. ჩვენ ცალსახად ვამბობთ, რომ პოლიტიკური შურისძიებები ქვეყანაში უნდა დასრულდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებზე დგას დღეს საქართველოში რამდენად შენარჩუნდება სტაბილურობა. ღარიბაშვილი-ივანიშვილის მიზანია არეულობა და დაძაბულობა. ჩვენ გვინდა ნორმალურად დემოკრატიულად ცივილიზებულად არჩევნების ჩატარება, ამიტომ მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებაც და ყველა მაღალჩინოსნის დამოკიდებულება არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი კურიერთან საუბრისას ამბობს, რომ დღეს პირველი მცირედი გამარჯვება სახეზეა, მაგრამ მოქალაქეებმა ორშაბათსაც უნდა იაქტიურონ.
„დღეს არჩევანი არის ორი-ან დემოკრატია ან ტოტალიტარული რეჟიმი და ოლიგარქიული მმართველობა. ან განვითარებული ქვეყანა ან დაბრუნება წარსულში და რუსული ტიპის სახელმწიფოს აგება. წითელი ხაზი გადის რუსთავი 2-ზე, რადგან სიტყვის თავისუფლება არის მთავარი მონაპოვარი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.