20 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენები საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია

რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო მედია აქტიურად აშუქებს.

გავლენიანი ამერიკული გამოცემა ვაშინგტონ პოსტი წერს, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე მოდავე, ქიბარ ხალვაში, 10 წლის წინ მცირე პერიოდით იყო არხის მეპატრონე, ახლა კი მფლობელებისგან რამდენიმე მილიონის კომპენსაციას ითხოვს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას რუსთავი 2-ის საშუალებით კრიტიკული აზრის ჩახშობა სურს მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ.

გუშინდელ მოვლენებს აშუქებს ევრონიუსიც და წერს: "ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და უამრავი ექსპერტი მიიჩნევს, რომ პროცესი არის მცდელობა გააჩუმონ დამოუკიდებელი მედია.

რადიო თავისუფალი ევროპა კი ვებგვერდზე აქვეყნებს სტატიას სადაც წერია, რომ ხელისუფლება რუსთავი 2-ს ბრალს სდებს მთავარი ოპოზიციური პარტიის პოზიციის გაჟღერებაში. სტატიში გასულ წელს მისი ერთერთი დამაარსებლისა და მფლობელის ეროსი კიწმარიშვლის გარდაცვალებაზეც არის საუბარი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით მას შემდეგ იპოვეს, რაც განაცხადა, რომ ხელისუფლება მას დაბრკოლებად აღიქვამდა, რადგან არხზე კონტროლის დაბრუნება სურდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები