06 დეკემბერი 2024,   14:09
ვრცლად
"თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენც გავიმარჯვებთ, თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენც გადავრჩებით" - მიხაილ როთმა პარლამენტთან შეკრებილებს მიმართა

"თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენც გავიმარჯვებთ, თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენც გადავრჩებით," - ეს განცხადება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე გააკეთა.

მანვე აღნიშნა, რომ შესაძლოა, ეს ვიზიტი ბოლო იყოს მისი, როგორც პოლიტიკოსის, რადგან პოლიტიკიდან წასვლას აპირებს.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი თბილისში - ევროპის ნამდვილ დედაქალაქში. ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მეგობრები ვართ. ევროპის გულშია თქვენი ადგილი. თქვენ ამას იმსახურებთ.

დიდი პატივია, რომ შეგხვდით აქ თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ამაყი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან ევროპული ღირებულებებისთვის. ამიტომ ვართ აქ დღეს, რომ გამოვხატოთ მხარდაჭერა, გითხრათ მადლობა თქვენი სიძლიერისთვის. არ დანებდეთ. ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას. თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენც გავიმარჯვებთ, თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენც გადავრჩებით.

მე მაქვს გარკვეული გამოცდილება მთავრობაში მუშაობისა და ოპოზიციაში ყოფნის. ოპოზიციის მთავარი დანიშნულებაა, რომ აკრიტიკოს მთავრობა. ეს არის მთავარი კანონზომიერება. შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო ვიზიტი იყოს საქართველოში, რადგან მე უნდა დავტოვო პოლიტიკა და მე ჩამოვალ ხოლმე, როგორც ქართველი ხალხის მეგობარი. მისია შესრულებულია, დემოკრატია ცოცხალია, მაგრამ ეს არ არის მმართველი პარტიის დამსახურება, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება," - განაცხადა მიხაილ როთმა.

 

დღის ამბები