აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში, მსოფლიოს ყველაზე დიდი ტბის, "კასპიის ზღვის" სანაპიროზე, 16-მეტრიანი მკვდარი ვეშაპი დევს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეს შოკისმომგვრელი სანახაობაა: ამ გიგანტურ წყალში ვეშაპები არ ბინადრობენ. ბევრ მათგანს, ვინც ბაქოს სანაპიროზე გიგანტური ზღვის ძუძუმწოვრის სანახავად შეიკრიბა, ასეთი ვეშაპი არასოდეს უნახავს.
აღსანიშნავია, რომ ეს მკვდარი ვეშაპი ნამდვილი არ არის. ესაა ჰიპერრეალისტური მოდელი, რომელიც შექმნილია ორგანიზაცია Captain Boomer-ის მიერ. ვეშაპის მოდელი შექმნა ბელგიელი მსახიობების, მოქანდაკეებისა და მეცნიერების კოლექტივმა, რომელიც ცდილობს, აამაღლოს ცნობიერება გლობალური გარემოს განადგურების, მათ შორის, ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის კრიზისის შესახებ.
ვეშაპის ფიგურა ნამდვილი ვეშაპების ფორმების გამოყენებით შეიქმნა და რეალისტურობისთვის, სურნელი იქვე დამალული დამპალი თევზის ვედროებიდან მოდის, რათა ილუზია გააძლიეროს.
ვეშაპის ფიგურა 10 წლის წინ შეიქმნა და მან უკვე იმოგზაურა სხვადასხვა ქალაქებსა და სანაპიროებზე - ევროპიდან ავსტრალიამდე.