შეხვდებიან თუ არა მმართველი გუნდის წევრები პრეზიდენტს, ეს დღეს გაირკვევა. ამ საკითხზე უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მმართველი გუნდის წევრებს კონსულტაციებისთვის დღესაც ელოდებიან. ისინი გუშინაც იყვნენ მიწვეული, თუმცა არ მისულან.
შეხვედრები პრეზიდენტთან დღის ბოლომდე გაგრძელდა. გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციები საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა გამართეს.