ბერკეტი ხელისუფლების წინააღმდეგ თუ მოსახლეობისთვის დამაზიანებელი ინიციატივა - მიხაილ როთის განცხადება პოლიტიკური დისკუსიის საგანია.
ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ "პალიტრასთან" ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას ევროკავშირში ბევრი მთავრობა განიხილავს.
მისივე თქმით, თავად ამ იდეას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ახლა განსხვავებული პოზიცია აქვს, რადგან მიაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რათა მთავრობამ შეცვალოს პოლიტიკა.
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება გამორიცხულია, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში, სადაც საფრთხეს რეალურს უწოდებენ:
"შესაძლოა მართლაც დადგეს დღის წესრიგში, რომ ჩვენ გაგვიუქმონ უვიზო მიმოსვლა. სავარაუდოდ, საქართველოს ელოდება მძიმე ეკონომიკური კრიზისი და ამაზეც სრულად ეკისრება პასუხისმგებლობა ხელისუფლებას", - აცხადებს "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრი სალომე სამადაშვილი.