თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს დედაქალის ბიუჯეტიდან დამატებით 9 მილიონი ლარი გადაერიცხება, მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი უკვე 3 თვეა დასრულდა. ცვლილება 2015 წლის ბიუჯეტში უახლოეს მომავალში შევა.
დოკუმენტი საკრებულოს დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა. ოპოზიცია ამბობს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი ამ გზით ცდილობს ალექსი ახვლედიანის გამოყენებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე ზეწოლისთვის. სწორედ ახვლედიანი დასახელდა შუამავლად ხელისუფლებასა და რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობას შორის.
„ეს არის პირდაპირ თბილისის ბიუჯეტიდან მოპარული თანხა. ნათელია, რომ ამ თანხების გამოყენებით ცდილობს ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილების სისრულეშ მოყვანას. ნაცვლად იმისა, რომ ეს 9 მილიონი ლარი იხარჯებოდეს მოსახლეობის საჭიროებისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის. ამ თანხის ბიუჯეტიდან მოპარვა ხდება მხოლოდ იმისათვის, რომ ეს თანხა გამოყენებული იყოს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის შეზღუდვისთვის“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ.