პრეზიდენტთან კონსულტაციები გრძელდება. გუშინ გამართული შეხვედრების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი დღეს უკვე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მედიაში არსებულ ვითარებაზე მოლაპარაკებას დიპლომატებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავს.
გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციები საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს.