მედიის თავისუფლებასა და რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე ვიცეპრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა განმარტება გააკეთა.
„ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანამ უნდა გადააბიჯოს იმ ზღვარს, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება, მოგწონს ეს თუ არა მოგწონს იგი, იქნება ყველასთვის მისაღები, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარეს დგას ეს ადამიანი, თუმცა სასამართლომაც უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებში არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს ამ მიმართულებით, თუნდაც ამისთვის დამატებითი ლეგიტიმაციის ელემენტები გახდეს საჭირო,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.