საქართველოს კულტურისა და ძელგთა დაცვის მინისტრი მედიის თავისუფლების და რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
მიხეილ გიორგაძის შეფასებით, გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს არამარტო სასამართლო პროცესი, არამედ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გავრამიას დაშანტაჟების საკითხიც.
„პროცესი ძალიან გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს იმისთვის, რომ მაქსიმალურად არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს, ეს ეხება როგორც სასამართლოს მიმდინარეობას, ასევე აღმაშფოთებელ, ამ ბოლოდროინდელ გავრცელებულ ინფორმაციას გარკვეულ მცდელობებთან დაკავშირებით, რომელიც კონკრეტული პირების შანტაჟს უკავშირდება,“ - განაცხადა მიხელ გიორგაძემ.