ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ პრეზიდენტ მარგველაშვილთან მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ იმყოფებოდა. შეხვედრიდან გამოსული ნატო-ს ელჩი ქვეყანაში წინასაარჩევნოდ მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოსთვის და მისი მომავლისთვის თავისუფალ მედიას არსებითი მნიშვნელობა აქვს.
„მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას მიმართოს ნებისმიერ ზომას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის ხალხის გასაერთიანებლად. ნატო-სა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა დაიცვას კანონის უზენაესობა და შეძლებისდაგვარად იყოს ნეიტრალური სამართლებრივი პროცესების მიმართ. მედია მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესებისთვის და მისი პატივისცემა კი აუცილებელი პირობა საზოგადოებისთვის. იურიდიული თვალსაზრისით კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს დიპლომატის საქმე არ არის, მაგრამ გეტყვით, რომ საქართველოსთვის და მისი მომავლისთვის ნატო-სა და ევროკავშირში თავისუფალ მედიას არსებითი მნიშვნელობა აქვს“ - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.
გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციებს განაგრძობს. დღეს პრეზიდენტი დიპლომატებს შეხდა.