პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი იმყოფებოდა. შეხვედრის შემდეგ დიპლომატმა თქვა, რომ მედიათავისუფლება და მდიაპლურალიზმი საზოგადოების ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილია.
„ვილაპარაკეთ რა წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ ვითარების განმუხტვაში და დიალოგის დაწყებაში. ვფიქრობ ეს შეხვედრები შედეგს მოგვიტანს. მედიათავისუფლება და მედიაპლურალიზმი არის ქმედითუნარიანი საზოგადოების ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილი. ეს ნიშნავს, რომ არსებობს ღია სივრცე სხვადასხვა შეხედულებებისთვის. ჩემი აქ მუშაობის პერიოდში ვნახე ცოცხალი და ღია მედიაგარემო და დარწმუნებული ვარ ასეც გაგრძელდება. ეს მნიშვნელოვანია რადგან ახლოვდება საარჩევნო წელიწადი,“ - აცხადებს იანოშ ჰერმანი.
გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციებს განაგრძობს. დღეს პრეზიდენტი დიპლომატებს შეხვდა.