გიორგი მარგველაშვილი ქართველ ექსპერტებს ამ წუთებში ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებში, ისინი პრეზიდენტის ინიციატივის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და ამბობენ, რომ არსებულ ვითარებაში გიორგი მარგველაშვილის ჩართვამ ვითარების დამშვიდება შეძლო.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძის განცხადებით პრეზიდენტის ინიციატივამ შედეგი გამოიღო. „პრეზიდენტის ჩართვით გაჩნდა იმედი, რომ ეს პროცესი, რომელიც დაიწყო რუსთავი 2-ის გარშემო ჩაივლის მშვიდობიანად,“ - ამბობს თორნიკე შარაშენიძე.
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა ყოფილი მდივანი, ვანო მაჭავარიანი კი პროცესის პოლიტიზირებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ის გეგმა, რომლის განხორციელებასაც გეგმავს მთავრობა.