20 ნოემბერი 2024,   13:14
ვრცლად
პრეზიდენტი მმართველ გუნდს კონსულტაციებზე ისევ ელოდება

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე დღეს კიდევ ერთხელ ღიად აცხადებს, რომ პრეზიდენტის სურვილი კონსულტაციები გაწიოს მმართველ გუნდთან ისევ ძალაშია. ფიქრია ჩიხრაძის თქმით, პრეზიდენტს სურს არსებული ვითარება დიალოგის ფორმატში გადავიდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ვახერხებდეთ იმას, რომ ჩვენი ვიწრო გადასახედიდან გამოვიდეთ და ცოტა უფრო ფართოდ შევხედოთ მოვლენებს. ის ადამიანები, რომლებიც უმრავლესობაში თვლიან, რომ დიალოგი არის აუცილებელი და რომ სიტუაციის გამძაფრება არავის აძლევს ხელს, ისინი განაპირობებენ ალბათ იმას, რომ ასეთი ნაბიჯები დიალოგისკენ და მოლაპარაკებებისკენ გადაიდგას,“ - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

დღის ამბები