20 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
მმართველი გუნდი მარგველაშვილთან საუბარზე კვლავ უარს აცხადებს, პრეზიდენტი კი შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზება მმართველი გუნდის წევრების მიმართ მეორე დღეა ძალაში რჩება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლების ყველა შტოს მხრიდან პასუხისმგებლობის აღების მნიშვნელობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პოლიტიკური დიალოგი სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია.

პრეზიდენტთან მისული დიპლომატები საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის ქვეყანაში თავისუფალი მედიის არსებით მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. დიპლომატებთან ერთად საარჩევნო წელს დამოუკიდებელი მედიის როლს ქვეყანაში ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. პრეზიდენტთან შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ სასურველია, საერთაშორისო მისიები ქვეყანაში წინასაარჩევნოდ მუშაობას დაგეგმილზე უფრო ადრე შეუდგნენ.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, მედიის თავისუფლების თემაზე დიალოგის დაწყების შესახებ დადებითად აფასებენ შეხვედრის მონაწილე ექსპერტებიც.

მმართველი გუნდის პასუხი ჯერ ისვ უცნობია.

ავტორი: ანა წერეთელი.

დღის ამბები