20 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმეზე მმართველი გუნდი ორშაბათს სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს

რუსთავი 2-ის საქმეზე მმართველი გუნდი ორშაბათს სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს. ეს გადაწყვეტილება დღეს უმრავლესობის სხდომაზე იქნა მიღებული.

როგორც სხდომის  დასრულების შემდეგ უმრავლესობის მომავალმა ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ ორშაბათს, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით სპეციალური განცხადება გავრცელდება, რომ საზოგადოებისთვის იყოს მმართველი გუნდის პოზიცია ცნობილი, თუმცა დღეს ზვიად კვაჭანტირაძე განცხადების შინაარსის გამხელაზე უარს ამბობს.

უმრავლესობის სხდომა დღეს ქართული ოცნების ოფისში ჩატარდა, სადაც მმართველი გუნდის წევრებმა უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურა შეათანხმეს.

დღის ამბები