რამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა და მადლობა გადაუხადა ტელეკომპანიის მხარდაჭერისთვის.
„დღეს აქ ჩვენ რუსთავი 2-ელები მოვედით თქვენთან ამ ქვეყნის თავისუფალ ხალხთან იმიტომ, რომ ნებისმიერ ვითარებაში, როდესაც გვაჩერებენ ყადაღებით, როდესაც გვიმონტაჟებენ თავზე კამერებს, როდესაც გვაშანტაჟებენ ათასი სისაძაგლით ჩვენ მაინც მოვდივართ იმ ადამიანებთან, ვისაც ყველაზე მეტად ვჭირდებით-ამ ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებთან, თქვენთან. რუსთავი 2, ყველა ვინც დღეს აქ მუშაობს ყველაფერს გააკეთებს თქვენთვის, იმისთვის, რომ არც ერთი თქვენთაგანი არ ჩავარდეს იმ დღეში რა დღეშიც ჩვენ გვაგდებენ ამ დღეებში. იმისთვის, რომ თქვენ ახალგაზრდებმა თვქენი კარიერა გააკეთოთ და თქვენი ბედნიერება იპოვოთ თავისუფალ ქვეყანაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენ ქართველი პენსიონერები ცხოვრობდეთ უკეთესად, იქ სადაც პატივისცემით გეპრობიან და აბუჩად არ გიგდებენ, იმისთის, რომ თქვენ ქართველი პოლიტიკოსები იყოთ თანაბარი ყველას წინაშე, კანონის წინაშე და გქონდეთ თანაბარი შანსი გაიმარჯვოთ თანასწორ არჩევნებში და აქ შეკრებილმა ადამიანებმა გადაწყვიტონ ვინ იქნება ამ ქვეყნის ხელმძღვანელი და ჩვენ მიუხედავად ყველაფრისა ყოველთის მოვალთ თქვენთან და ვიტყვით მართალ სიტყვას, იმიტომ, რომ ეს რუსთავი 2-ია. როდესაც ესე ძალიან უნდათ, რომ საქართველოში არ იყოს არაფერი, მათ შორის თავისუფალი სიტყვა და რუსთავი 2, აქ მოსვლით ათაითასობით ქართველმა დაამტკიცა, რომ არაფერი არ წყდება აქ, ყველაფერი წყდება აქ, ადამინებში, ქართველებში, თავისუფალ ხალხში. კიდევ ერთხელ მინდა ყველას გასაგონად, პირველ რიგში იმ ადამიაბეის გასაგონად ვთქვა ვინც აქ მუშაობს-რუსთავი 2-ს გაუმარჯოს,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.