20 ნოემბერი 2024,   13:13
ვრცლად
პრეზიდენტი პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრას სთხოვს

"მოვუწოდებ პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მათთვის მისაღებ ფორმატში შემხვდნენ," - ასეთი განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2 დღიანი შეხვედრების დასრულების შემდეგ გააკეთა. პრეზიდენტი ორი დღის მანძილზე მმარველი გუნდის წარმომადგენლებს ელოდა, თუმცა მასთან შეხვედრაზე არავინ მისულა.

„როგორც ჩანს უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდა შეხვედრასთან დაკავშირებით, ამიტომ მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერს მათთვის მისაღებ ფორმატში შემხვდნენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე სასაუბროდ,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

დღის ამბები