ნიკა გვარამიას განმეორებით დაკითხავენ. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
საგამოძიებო უწყებამ ეს გადაწყვეტილება ალექსი ახვლედიანის დაკითხვის შემდეგ მიიღო.
ამ დროისთვის უცნობია როდის მოხდება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განმეორებითი დაკითხვა.
ამავე თემაზე დღეს კომენტარი გააკეთეს უმრავლეოსბის წევრებმა. კახი კალაძის განცხადებით ამ საკითხებზე შესაბამისმა ორგანოებმა უნდა აწარმოონ გამოძიება. ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ ხელისუფლებაში არავინ არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ალექსი ახვლედიანი იყო შუამავალი და ინფორმაციის გამტარი ნიკა გვარამიასა და ხელისუფლებას შორის.