"თავისუფალი განვითარებისთვის ბრძოლა"– ასე აფასებს რუსთავი 2-ის დასაცავად გადადგმულ ნაბიჯებს თავისუფალი დემოკრატების ლიდერი. ირაკლი ალასანიამ ვრცელი განცხადება შეერთებულ შტატებში გააკეთა. ის სოლიდარობას უცხადებს მედიას და ჟურნალისტებს.
„მე სოლიდარობას ვუცხადებ, ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მოგვწონს თუ არ მოგვწონს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ძალიან დიდი როლს თამაშობენ. რა ქვეყანას ვაშენებთ დავფიქრდეთ და რამხელა მნიშვნელობა აქვს სამართლიანი ქვეყნის შენებაში თავისუფალ მედიას,“ - აცხადებს ირაკლი ალასანია.