არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე შსს-ს მიერ რუსთავი 2-ის ტერიტორიაზე კამერების დამონტაჟების გადაწყვეტილებაში მოსახლეობის დაშინების მცდელობას ხედავს. ამის შესახებ მშვენიერაძემ კურიერთან განაცხადა.
„არ ვთვლი რომ რაიმე საერთო შეიძლება ჰქონდეს ამ ვითომ გადატრიალებას ადა კამერების განთავსებას. კამერების დაყენების ერთადერთი მიზანი არის საზოგადოებაში შიშის გაჩენა, რომ როდესაც მათი მოსამართლე ურთმელიძე გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომელიც საქმის აღძვრამდე იყო დაწერილი და უბრალოდ გამოაცხადებს, ხალხის მობილიზება არ მოხდეს რუსთავი 2-თან და არ გაიმართოს მასობრივი შეკრება მანიფესტაცია.“
ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების საფუძველზე შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით საქმე აღძრა.