20 ნოემბერი 2024,   13:15
ვრცლად
"ეს არის ძალადობა ხელისუფლების მხრიდან", - ელენე ხოშტარია

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია შსს-ს მიერ საქმის აღძვრას რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას უკავშირებს. ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ კურიერთან განაცხადა და თქვა, რომ ეს არის ხელისუფლებისგან დაწყებული ძალადობის გაგრძელება.

„ეს არის ძალადობა ხელისუფლების მხრიდან. ბოლო დროს ჩვენ ვხედავთ ამ ძალადობის ბევრ ფორმას ხელისუფლების მხრიდან. ეს არის გაგრძელება ძალადობის. ასევე ეს არის ფონის შექმნა იმისთვის, რომ დაასრულონ რუსთავი 2-ის საქმე და ჩაიგდონ ეს ტელევიზია ხელში,“- აცხადებს ელენე ხოშტარია.

ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების საფუძველზე შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით საქმე აღძრა.

დღის ამბები