20 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
პრეზიდენტის შეთავაზებას პრემიერი არ იღებს - პარლამენტის თავმჯდომარე პასუხს აგვიანებს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუშინ გაკეთებულ შეთავაზებას - კონსულტაციების გამართვის მიზნით შეხვედრის თაობაზე - პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არ იღებს. დღეს მან ჟურნალისტის კითხვას - აპირებს თუ არა პრეზიდენტთან შეხვედრას მოკლედ პასუხობს, რომ „ის თავის ხალხს ხვდება“.

მმართველი გუნდის წევრი ეკა ბესელია კი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადრესატი პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარეა, რომლებიც გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებენ.

ამ დრომდე უცნობია დავით უსუფაშვილის პასუხი. ის გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებაზე ჯერ დუმს.

დღის ამბები