20 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
"არ ვსაჭიროებ გიორგი მარგველაშვილის ჭკუა-დარიგებას", - გედევან ფოფხაძე

მმართველი გუნდი პრეზიდენტთან შეხვედრაზე პოზიციას არ ცვლის. დეპუტატი გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებს არა კონსულტაციებისთვის, არამედ ჭკუის დასარიგებლად ეძახის.

ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„განცხადებას ყავს ორი კონკრეტული ადრესატი - ერთი არის პარლამეტის თავმჯდომარე და მეორე მთავრობის მეთაური. ორივე მიიღებს თავად გადაწყვეტილებას,“ - აცხადებს ეკა ბესელია.

„როდესაც პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება რომ შესულიყო სასახლეში მაშინ ჩემთან კონსულტაციები არ გაუმართავს და არა მგონია ახლაც კონსულტაციებისთვის მიძახებს, ალბად ისევ დარიგებისთვის დამიძახებს და არა მგონია ამის საჭიროება იყო, რომ მე ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა ჭკუა დამარიგოს,“ - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

დღის ამბები