სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეზე პრეზიდეტმა საუბარი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ დაიწყო. გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ მინისტრი მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა მთვრობის სხდომაზზე ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე თავდასხმის ფაქტებს, მოსახლეობის ბუნებრივ რეაქცია უწოდა.
პრეზიდენტმა კონსულტაციები დაიწყო და ორი დღის მანძილზე მართავდა. გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში შექმნილი ვითარება საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წევრებსა და მესამე სექტორსაც გააცნო.
პრეზიდენტის მოწოდების მიუხედავად კონსულტაციებში მმართველი გუნდი არ ჩაერთო. მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ სახელისუფლებო გუნდი პრეზიდენტის სასახლეში მისვლას არ აპირებდა. გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დიალოგი ნებისმიერ ფორმატში კიდევ ერთხელ შესთავაზა.
პრემიერმა პრეზიდენტს მოკლე კომენტარით უპასუხა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი გიორგი მარგველაშვილი უპასუხოდ დატოვა.
ავტორი: თეონა ცხომელიძე