20 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
"ნაძარცვის შენარჩუნებას ხომ არ ცდილობენ? რატომ არიან ასეთ ისტერიკაში?" - ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ზე

ეს არის ბრძოლა ორ სუბიექტს შორის, თუმცა ნაციონალური მოძრაობა და თავად რუსთავი 2 ცდილობს აჩვენოს, რომ „ეს არის მთავრობისგან ბრძოლა.“

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ქიბარ ხალვაში დაობს რუსთავი 2-თან და ის პარალელებს ავლებს ტელეკომპანია მაესტროში მიმდინარე პროცესებთან. ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ მაესტროსთან პროცესები მშვიდად მიდის, ხოლო რუსთავი 2-თან მიმდინარე პროცესს აჟიოტაჟი ახლავს.

„მთავრობა არაფერშუაშია. არც ერთ შემთხვევაში და არც მეორე შემთხვევაში,“ -  აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ყოფილ პრემიერს რუსთავი 2-ის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის არ ესმის.

„ნაძარცვის შენარჩუნებას ხომ არ ცდილობენ, რატომ არიან ასეთ ისტერიკაში?“ - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილი რუსთავი 2-ს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს ტელეკომპანია არის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის გამტარებელი და ხშირად ამ ტელევიზიაში დაუსაბუთებელი და არგუმენტებს მოკლებული კრიტიკა ისმის.

დღის ამბები