ყოფილი პრემიერი რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი აქტივობა მისთვის გაუგებარია. ივანიშვილი ნიკა გვარამიას წარსულს იხსენებს და აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებების დროს ის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე სააკაშვილის რეჟიმს იცავდა.
"ასეთ ისტერიკებში რომ არის, მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ მაშინ, როცა ამ კადრებს იღებდნენ. როგორც მაშინ იდგა კანონის სადარაჯოზე, ისე - დგას დღეს. აი ასეთ პარალელს გავავლებდი. ვინ არის გვარამია? ეს არის მენეჯერი, მესაკუთრე არ არის. რუსთავი 2 ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიაა და როგორც მაშინ იცავდა მაშინდელ სისტემას, ისე იცავს დღესაც," - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.