20 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის სკანდალური განცხადების დეტალები

21 ოქტომბერს, 6 საათიანი კურიერი ეთერში 10 წუთიანი დაგვიანებით გავიდა. გამოშვება ნიკა გვარამიას საგანგებო და სკანდალური განცხადებით გაიხსნა. ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მუქარის და შანტაჟის გზავნილი, სასამართლომდე ერთი დღით ადრე ხელისუფლებისგან მიიღო. ნიკა გვარამიამ, არხის დატოვებაზე უარი თქვა.

ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება, დარბაზშივე მოისმინეს დიპლომატიური კორპუსის, არასამათავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. მათ ხელისუფლებას სასწრაფო გამოძიებისკენ მოუწოდეს.

ხელისუფლების მხრიდან, რუსთავი 2–ის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებში, პირადი ცხოვრების თვალთვალის და შანტაჟის ჩართვას, ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების სურვილს უკავშირებს ოპოზიცია.

მმართველი გუნდის წევრებმა კი ნიკა გვარამიას განცხადების სიზუსტეში ეჭვი შეიტანეს.

ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ნიკა გვარამიას დაკითხავს შემდეგ გაირკვა, რომ სამთავრობო მუქარა რუსთავი2–ის გენერალურ დირექტორს, ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ გადასცა. ალექსი ახვლედიანი დაკითხვაზე იმავე საღამოს დაიბარეს. მან ნიკა გვარამიასთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა საუბრის დეტალების დასახელება, რუსთავი2–ის გენერალურ დირექტორთან კიდევ ერთ შეხვედრამდე გადადო.

პროკურატურამ გამოძიება ნიკა გვარამიას მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

 

ავტორი: თამარ ბაღაშვილი

დღის ამბები